ივლისის ბოლოს საფრანგეთის ალპების სამთო-სათხილამურო კურორტის — GMDS, არეალის, გრანდ მასივის გენერალური დირექტორის, ფრედერიკ მარიონის, ხელმძღვანელობით საქართველოში GMDS-ის დელეგაცია იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და GMDS-ის გუნდის წევრები ლენტეხის მერის, გია ონიანის, ინიციატივით ეწვივნენ რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბალნეო-კლიმატურ კურორტ მუაშსა და ზესხოს ხეობას.
აღნიშნული ვიზიტი ითვალისწინებდა მთის კურორტების განვითარების მიმართულებით მხარეებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას და საქართველოს კურორტების განვითარების კონცეფციაში მხარდაჭერას.
ვიზიტი სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოსა და GMDS შორის გაფორმებული მემურანდუმისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

