lentekhinews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    • All
    • Uncategorized
    ყველაზე დიდი გამოწვევა რეგიონის ქვეყნებისთვის

    ყველაზე დიდი გამოწვევა რეგიონის ქვეყნებისთვის

    განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდები თემატურ ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას

    განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდები თემატურ ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს

    რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

    რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

    ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის მსოფლიო დღის ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია შეაჯამა

    ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის მსოფლიო დღის ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია შეაჯამა

    რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თებერვალში  ტყითსარგებლობის  21 უკანონო ფაქტი გამოავლინა

    რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თებერვალში ტყითსარგებლობის  21 უკანონო ფაქტი გამოავლინა

    რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა  სამუშაო შეხვედრა გამართა

    რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა  სამუშაო შეხვედრა გამართა

    ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ცანაში ერთადერთ მცხოვრებამდე სამაშველო ჯგუფები ავიდნენ

    ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ცანაში ერთადერთ მცხოვრებამდე სამაშველო ჯგუფები ავიდნენ

    საფრთხის დონე მაღალია – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    საფრთხის დონე მაღალია – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლის სრუ­ლი სა­რე­კონ­სტრუქ­ცი­ო-­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა

      ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლის სრუ­ლი სა­რე­კონ­სტრუქ­ცი­ო-­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      „ო­პე­რა შენს ქა­ლაქ­ში“ — ლენ­ტეხ­მა ოპე­რის ცნო­ბი­ლ მომ­ღერ­ლებს უმას­პინ­ძლა

      „ო­პე­რა შენს ქა­ლაქ­ში“ — ლენ­ტეხ­მა ოპე­რის ცნო­ბი­ლ მომ­ღერ­ლებს უმას­პინ­ძლა

      სო­ფელ სა­საშ­ში ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, ემ­ზარ ონი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სკვე­რი კე­თილ­მო­ე­წყო

      სო­ფელ სა­საშ­ში ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, ემ­ზარ ონი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სკვე­რი კე­თილ­მო­ე­წყო

      პო­ე­ტი ლენ­ტე­ხი­დან — სო­სო მეშ­ვე­ლი­ა­ნი: „პო­ე­ზი­ას­თან ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იწყე­ბა“…

      პო­ე­ტი ლენ­ტე­ხი­დან — სო­სო მეშ­ვე­ლი­ა­ნი: „პო­ე­ზი­ას­თან ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იწყე­ბა“…

      „ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ზე­ი­მი­ა“ — ტე­ნო­რი გი­ორ­გი ონი­ა­ნი

      „ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ზე­ი­მი­ა“ — ტე­ნო­რი გი­ორ­გი ონი­ა­ნი

      ლენ­ტეხ­ში სპორ­ტკომ­პლექ­სის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს

      ლენ­ტეხ­ში სპორ­ტკომ­პლექ­სის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს

      ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლის სრუ­ლი სა­რე­კონ­სტრუქ­ცი­ო-­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა

      ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლის სრუ­ლი სა­რე­კონ­სტრუქ­ცი­ო-­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      „ბი­ატ­ლონ სვა­ნე­თი 2024“-ის ჩა­ტა­რე­ბა კუ­რორტ მუ­ა­შის გან­ვი­თა­რე­ბი­სა დაპო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­სა­წყი­სია

      „ბი­ატ­ლონ სვა­ნე­თი 2024“-ის ჩა­ტა­რე­ბა კუ­რორტ მუ­ა­შის გან­ვი­თა­რე­ბი­სა დაპო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­სა­წყი­სია

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
lentekhinews
Home განათლება

პო­ე­ტი ლენ­ტე­ხი­დან — სო­სო მეშ­ვე­ლი­ა­ნი: „პო­ე­ზი­ას­თან ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იწყე­ბა“…

პო­ე­ტი ლენ­ტე­ხი­დან — სო­სო მეშ­ვე­ლი­ა­ნი: „პო­ე­ზი­ას­თან ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იწყე­ბა“…
Share on FacebookShare on Twitter

„მე ვარ სო­სო მეშ­ვე­ლი­ა­ნი, მწე­რა­ლი (თუმ­ცა ეს უკ­ვე პრო­ფე­სი­ად არ ით­ვლე­ბა)”, — ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი სწო­რედ ამ სიტყ­ვე­ბით და­ი­წყო, რო­დე­საც ვთხო­ვე, ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ველს გაც­ნო­ბო­და. რო­გორც გვითხ­რა, ქუ­თა­ის­ში, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­ტო­რი­ა-­ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტე­ზე სწავ­ლობ­და, რი­სი დამ­თავ­რე­ბაც მი­ზეზ­თა გა­მო ვერ შეძ­ლო. იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სწავ­ლის­თვის თა­ვი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა და საზ­ღვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი­ყო.

ამ­ჟა­მად ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. ბო­ლო დროს სა­ქარ­თვე­ლოს უფ­რო ხში­რად სტუმ­რობს…
მარ­თა­ლი­ა, ლექ­სე­ბით ბავ­შვო­ბი­დან იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, თუმ­ცა წე­რა და მა­თი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო.
გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს ოთხი პო­ე­ტუ­რი და ორი პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­ლავთ, მათ შო­რის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრე­მი­ის «ლი­ტე­რა»- ს, ივა­ნე მა­ჩაბ­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის «მა­ჩა­ბე­ლი» და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს პრე­მი­ის «თბი­ლი­სი 2015» ლა­უ­რე­ა­ტი.
მი­სი ლექ­სე­ბი 7 უცხო­ურ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი, ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე ლექ­სი ეს­პა­ნურ ენა­ზე ითარ­გმნა და და­ი­ბეჭ­და ეს­პა­ნეთ­ში გა­მო­ცე­მულ ან­თო­ლო­გი­ა­ში­.ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც გაგ­ვან­დო, რომ მა­ლე მი­სი ლექ­სე­ბი და ნო­ვე­ლე­ბი, ეს­პა­ნუ­რად თარ­გმნი­ლი, ცალ­კე წიგ­ნად გა­მო­ი­ცე­მა.

  • სო­სო, უპირ­ვე­ლე­სად, გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი ბავ­შვო­ბის შე­სა­ხებ და გა­იხ­სე­ნეთ ლენ­ტეხ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი.
  • რთუ­ლი, მაგ­რამ უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შვო­ბა მქონ­და, იმ­დრო­ინ­დე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი დღემ­დე ფო­ნად გას­დევს მთელ ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბას. მე­ტიც, დღემ­დე ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომ არა ჩე­მი ბავ­შვო­ბის მი­მართ, ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბა მთა­ვარ ნერვს და­კარ­გავ­და.
    რვა კლა­სამ­დე სო­ფელ ხო­ფურ­ში ვსწავ­ლობ­დი, ლენ­ტეხ­ში რომ გა­და­ვე­დი სას­წავ­ლებ­ლად, ეს ის პე­რი­ო­დი­ა, რო­ცა საბ­ჭო­ე­თი იშ­ლე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი უცებ აი­რი­ა, ცხოვ­რე­ბა გა­ჭირ­და, ჩე­მი ფე­რა­დი ბავ­შვო­ბა კი უცებ რუხ ფე­რებ­ში მო­ექ­ცა. ეს პრო­ცე­სი, ცხა­დია, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის და­ლა­გე­ბას დი­დი დრო დას­ჭირ­და. ჩე­მი აზ­რით, ჩე­მი თა­ო­ბა ყვე­ლა­ზე ტრავ­მი­რე­ბუ­ლი თა­ო­ბა­ა, სა­დღაც უფ­სკრულ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას შო­რის წლო­ბით და­კი­დე­ბუ­ლი.
  • ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობთ, რომ ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუფ­ლად თავს თქვენს სო­ფელ­ში გრძნობთ. რა­ტომ? რა ემო­ცია გე­უფ­ლე­ბათ იქ ყოფ­ნი­სას?
  • დი­ახ, ასე­ა. და აი ახ­ლა თქვენს კითხ­ვებ­ზე რომ უნ­და მე­პა­სუ­ხა, მხო­ლოდ სო­ფელ­ში შევ­ძე­ლი ეს. თბი­ლი­სი ძა­ლი­ან მბო­ჭავს, იქ სულ უხა­ლი­სოდ და დამ­ძი­მე­ბუ­ლი ვარ. საზ­ღვარ­გა­რეთ მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე ფი­ზი­კუ­რი შრო­მი­სა, მა­ინც უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი მაქვს გო­ნე­ბა, უფ­რო მევ­სე­ბა სათ­ქმე­ლით, თბი­ლი­სი სრუ­ლი სი­ცა­რი­ე­ლე­ა.
  • რო­გორც ვი­ცით, წლე­ბია, უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობთ. რამ­დე­ნად ხში­რად ახერ­ხებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას?
  • ჩე­მი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი უცხო­ეთ­ში გა­ვა­ტა­რე, იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა წლო­ბით არ შე­მეძ­ლო სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით რე­ზი­დენ­ტი გავ­ხდი და ახ­ლა უმე­ტეს დროს აქეთ ვა­ტა­რებ.
  • რო­დის და­ი­წყო პო­ე­ზი­ას­თან თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა?
  • პო­ე­ზი­ას­თან ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იწყე­ბა. ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ არც კი მახ­სოვს. ბა­ღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მიყ­ვარ­და ლექ­სი, მუ­სი­კის მოს­მე­ნა, ნა­ხა­ტე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი თავ­ბრუს მხვევ­და. მიყ­ვარ­და ბა­ლა­ხი, ყვა­ვი­ლი, ღე­ლე, გა­ზა­ფხუ­ლის ხმე­ბი, შე­მოდ­გო­მის ფე­რე­ბი, ვი­დე­ქი გა­შე­შე­ბუ­ლი, ვუ­ყუ­რებ­დი, ვუს­მენ­დი. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რა­ღაც უც­ნა­უ­რი ხდე­ბო­და ჩემ­ში. ლექ­სე­ბის წე­რა გვი­ან და­ვი­წყე (მა­ნამ­დე ვხა­ტავ­დი), გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა კი — კი­დევ უფ­რო გვი­ან.
  • გა­იხ­სე­ნეთ პირ­ვე­ლი ლექ­სი… ვინ იყო პირ­ვე­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი? ვის და რო­დის გა­უმ­ხი­ლეთ, რომ ლექ­სებს წერ­დით?
  • პირ­ვე­ლი ლექ­სე­ბი სა­დღაც აორ­თქლდნენ, გო­ნე­ბა­ში კი აქა­-იქ თუ გა­ი­ელ­ვებს ჟა­მი­დან ჟამ­ზე რო­მე­ლი­ღაც გუ­ლუბ­რყვი­ლო ლექ­სის სტრი­ქო­ნე­ბი. «ჩრდი­ლიც გას­წორ­და გა­დახ­რილ ნიგ­ვზის, ქარს ვუშ­ვერ ჭინ­ჭრით და­სუს­ხულ ხე­ლებს, ის დე­და­ბე­რი ისე­ვე იქ ზის, ზის და დაჰ­ყუ­რებს ხრამ­სა და ღე­ლეს.»
    თხუთ­მე­ტი წე­ლი ვმა­ლავ­დი, რომ ვწერ­დი. გა­რე­მო, სა­დაც ვიზ­რდე­ბო­დი, ძა­ლი­ან შორს იყო პო­ე­ზი­ის­გან. მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც, რო­ცა გა­ი­გეს, ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვეს ჩე­მი პო­ე­ტო­ბა. ეს იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მათ­თვის, დღემ­დე ვერ მი­ეჩ­ვივ­ნენ. მე­რე ახ­ლო­ბელ­მა და­მი­ყო­ლი­ა, ბა­ღა­თურ არა­ბუ­ლის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ლენ­ტე­ხე­ლე­ბის სი­ძე­ა. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ჩე­მი პირ­ვე­ლი პუბ­ლი­კა­ცი­აც ჟურ­ნალ «ცის­კარ­ში» შედ­გა, სა­დაც ის მუ­შა­ობ­და. მე­რე ისე აე­წყო, ლი­ტე­რა­ტუ­რულ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა კა­რი გა­ი­ღო ჩემ­თვის.
  • სად და რო­დის წერთ ყვე­ლა­ზე კარ­გად?
  • მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ზე­პი­რად ვწერ, ზე­პი­რად ვა­წყობ ლექ­სის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტს, მე­რე რომ ერ­თმა­ნეთ­ში იხ­ლარ­თე­ბი­ან, ერ­თმა­ნეთს იწო­ვენ, ერთ სა­ხეს იღებს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­მაქვს ფურ­ცელ­ზე, (დღემ­დე ფურ­ცელ­ზე ვწერ) ბო­ლო ხანს ცო­ტა მი­ჭირს ზე­პი­რად წე­რა, მეხ­სი­ე­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გა­მო. ბევ­რი რა­მე იკარ­გე­ბა, წე­რა­საც ვუ­კე­ლი. მა­ღი­ზი­ა­ნებს, პირ­და­პირ რომ აკ­რე­ფენ და ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გა­ნა­თავ­სე­ბენ ტექ­ტებს, ეს ტექ­სტსაც ეტყო­ბა, ცა­რი­ე­ლი­ა, არა­ფე­რი ახა­ლი, გა­და­ღე­ჭი­ლი სა­ხე­ე­ბი, მდა­რე ტექ­ნი­კა, არა­ნა­ი­რი სიღ­რმე. თუმ­ცა, მომ­წო­ნე­ბე­ლი — იცოცხ­ლე. ეტყო­ბა, მთა­ვა­რია, აქ­ტი­უ­რი უნ­და იყო, მო­ი­წო­ნე ყვე­ლა და შენც მო­გი­წო­ნე­ბენ. მე, პი­რა­დად, თუ გო­ნე­ბა­ში სათ­ქმე­ლი მომ­წიფ­და, სუ­ლერ­თია, სა­დაც ვიქ­ნე­ბი: ხა­რა­ჩო­ზე, სა­თიბ­ში თუ მეტ­რო­ში, ერ­თნა­ი­რად შე­მიძ­ლია წე­რა.
  • რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით 21-ე სა­უ­კუ­ნის პო­ე­ზი­ას? პო­ე­ტებს?
  • ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რი­ა, თუმ­ცა აქაც, რო­გორც სხვა ყვე­ლა სფე­რო­ში, ძა­ლი­ან არე­უ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, და­უ­ლა­გე­ბე­ლი, რა­ღაც კლა­ნე­ბად და­ყო­ფი­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რად ერ­თმა­ნეთს და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი, ჩე­მი­ან­-სხვი­ა­სი­ა­ნე­ბად და­ყო­ფი­ლი… მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის და­ლა­გე­ბა­საც დი­დი დრო დას­ჭირ­დე­ბა.
  • რო­გორც ვი­ცით, თქვე­ნი ლექ­სე­ბი თარ­გმნი­ლი და შე­ტა­ნი­ლია უცხო­ურ ქვეყ­ნებ­ში გა­მო­ცე­მულ კრე­ბუ­ლებ­სა თუ ან­თო­ლო­გი­ებ­ში. გვი­ამ­ბეთ ამის შე­სა­ხებ.
  • დი­ახ, ჩე­მი ლექ­სე­ბი დღე­ის­დღე­ო­ბით 7 უცხო­ურ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი, ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე ლექ­სი ეს­პა­ნურ ენა­ზე ითარ­გმნა და და­ი­ბეჭ­და ეს­პა­ნეთ­ში გა­მო­ცე­მულ ან­თო­ლო­გი­ა­ში. ბა­რემ ექ­სკლუ­ზი­უ­რად აქ ვიტყ­ვი, რომ მა­ლე ცალ­კე წიგ­ნად გა­მო­ვა ეს­პა­ნუ­რად თარ­გმნი­ლი ჩე­მი ლექ­სე­ბი და ნო­ვე­ლე­ბი.
  • ჩვენ­თვის რო­გორც ცნო­ბი­ლი­ა, დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზის კრე­ბუ­ლიც გა­მო­ე­ცით. გვე­სა­უბ­რეთ, რის შე­სა­ხებ არის.
  • ორი პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლი მაქვს გა­მო­ცე­მუ­ლი «ქუ­ნა­რეშ» და «ალ­პუ­რი ყვა­ვი­ლე­ბი». პირ­ველ­მა კრე­ბულ­მა, ცო­ტა არ იყოს, მა­ეჭ­ვი­ა­ნა. ოც­და­ხუ­თი წე­ლია, ლექ­სებს ვწერ, სა­მი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი მქონ­და გა­მო­ცე­მუ­ლი. ცხა­დია, უფ­რო პო­ე­ტად ვთვლი სა­კუ­თარ თავს და ამ სულ რა­ღაც ორ წე­ლი­წად­ში და­წე­რილ­მა წიგ­ნმა ისე­თი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, იმ­დე­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა უკ­ვე აღი­ა­რე­ბუ­ლი მწერ­ლე­ბის­გან, სი­ხა­რულ­თან ერ­თად, უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ცდაც გა­მიჩ­ნდა. წიგ­ნში ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­დახ­ლარ­თუ­ლი სვა­ნურ­-ეს­პა­ნუ­რი ამ­ბე­ბი, არ­ქა­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე, უძ­ვე­ლე­სი სვა­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი და ემიგ­რან­ტის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ეს­პა­ნე­თი.
  • რო­გო­რია წარ­მა­ტე­ბის თქვე­ნე­უ­ლი ფორ­მუ­ლა?
  • არ ვი­ცი, ეს წარ­მა­ტე­ბა რამ­დე­ნად მაქვს გან­ცდი­ლი, რომ ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა შევ­ძლო. ჩემ­ში მა­ინც ის გულ­წრფე­ლო­ბა და სი­ა­ლა­ლეა თვალ­ში­სა­ცე­მი, რაც ჩემს ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში იგ­რძნო­ბა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტო­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ.
  • რა გე­სიზ­მრე­ბათ ყვე­ლა­ზე ხში­რად? და რა გე­ნატ­რე­ბათ?
  • ბავ­შვო­ბა, სო­ფე­ლი, ის მთა, სა­დაც მთე­ლი ჩე­მი ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბა გა­ვა­ტა­რე. ვე­ე­ბა მსხლე­ბის ყვა­ვი­ლო­ბა ნის­ლი­ა­ნი ტყის და­სა­წყის­ში, ხში­რად ამ სიზ­მრე­ბი­დან ამიკ­რე­ფია პო­ე­ტუ­რი სა­ხე­ე­ბი. ბავ­შვო­ბა მე­ნატ­რე­ბა, უსაშ­ვე­ლოდ მე­ნატ­რე­ბა.
  • გაგ­ვა­ცა­ნით თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი
  • 16 წე­ლია, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ, მყავს მე­უღ­ლე, პრო­ფე­სი­ით იუ­რის­თი, თეა პირ­ვე­ლი და ორი შვი­ლი, მა­რი­ა­მი და გი­ორ­გი. თავს ვი­კა­ვებ, რომ ისი­ნიც ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვიყ­ვა­ნო. მინ­და, რომ შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­ზარ­დონ…
  • რო­გორ ატა­რებთ თა­ვი­სუ­ფალ დროს, რა არის საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, ჰო­ბი, რო­მელ­საც დროს სი­ა­მოვ­ნე­ბით უთ­მობთ?
  • თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თით­ქმის არ მაქვს, თუ ცო­ტა დრო გა­მოვ­ნა­ხე მოგ­ზა­უ­რო­ბა მიყ­ვარს, ალ­ბათ ჩე­მი ჰო­ბიც ეს არის.
  • რას ეტყო­დით ადა­მი­ა­ნებს გზავ­ნი­ლის სა­ხით?
  • სა­დაც არ უნ­და იყოთ, რო­გორც არ უნ­და იყოთ, არას­დროს და­ა­ვი­წყოთ თქვენს შვი­ლებს მშობ­ლი­უ­რი ენა. ამის გა­რე­შე არც იფიქ­როთ, სად­მე რა­მეს მი­აღ­წევთ.
  • რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?
  • არას­დროს არა­ფერს ვგეგ­მავ, მთა­ვა­რი­ა, თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ა­ნად დავ­რჩე ბო­ლომ­დე.
  • წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ და გთხოვთ სახ­სოვ­რად თქვე­ნი ავ­ტოგ­რა­ფი დაგ­ვი­ტო­ვოთ

  • ესა­უბ­რა მა­რი­ამ ირე­მა­ძე

სო­სო მეშ­ვე­ლი­ა­ნი

ყვე­ლა­ზე ჩუ­მი ლექ­სი

ხში­რად ვი­გო­ნებ (თუ იქ არა ვარ)
სთვლი­სას და ბინ­დში ჭრა­ქე­ბის პარ­პალს,
ღა­მის მეხ­რე­თა უხ­მო ქა­რა­ვანს
და ზვინს, რო­მე­ლიც წვი­მა­ში დალ­პა.

მიკ­ვირს, აქამ­დე რო­გორ გავ­ძე­ლი,
ასე მშვი­დად და უფა­თე­რა­კოდ,
ჯან­და­ბას ყვე­ლა ნა­ჯღაბ­ნ-ნა­წე­რი
და შენც გამ­ცე­მო, ლექ­სო, ვე­რა­გო.
მინ­და, პე­რან­გის ფარ­თოდ გა­წე­ლილ
უბე­ში მწი­ფე მსხლე­ბი მე­ლა­გოს.

თუნ­დაც ბზი­კე­ბი მკბენ­დნენ მუ­ცელ­ზე,
თუნდ ძლივს გა­ვას­წრო მე­ზობ­ლის ნა­გაზს,
სა­დღაც კუნ­ტრუ­შობს ჩე­მი ბავ­შვო­ბა,
ბო­ჩო­ლა­სა­ვით მომ­წყდა­რი ბა­გას.

რო­გორ დავ­შორ­დი, რო­გორ დამ­შორ­და
ჩე­მი ბავ­შვო­ბა,
ჩე­მი ბავ­შვო­ბა.
ხში­რად ვი­გო­ნებ (თუ იქ არა ვარ)
სთვლი­სას და ბინ­დში ჭრა­ქე­ბის პარ­პალს,
ღა­მის მეხ­რე­თა უხ­მო ქა­რა­ვანს
და ზვინს, რო­მე­ლიც წვი­მა­ში დალ­პა.

დრო და სივ­რცე

«და­სა­წყი­სი არ არ­სე­ბობს,
არის მხო­ლოდ გაგ­რძე­ლე­ბა»
უნა­მუ­ნო

ირ­ღვე­ვა, წვრი­ლი კენ­ჭე­ბი­ვით ცვი­ვა უფ­სკრულ­ში,
მზეც და­ი­ტან­ჯა სა­კუ­თა­რი უნი­ა­თო­ბით.
კვლავ ჩა­ა­ნაც­ვლა ოქ­როს­ფე­რი
ღა­მემ მუქ­ლურ­ჯით
და მოქ­ცე­უ­ლა სოფ­ლის სივ­რცე, სოფ­ლის ფარ­თო­ბი ძაღ­ლის ყე­ფა­ში.
ღრმად ჩამ­ხმა­რა ფრჩხი­ლებ­ში მი­წა,
თვა­ლებ­ში ღა­მე. გრილ მი­წი­დან ვთხრი­დით კარ­ტო­ფილს.

ჯერ მთვა­რე იყოს, გაჩ­ნდე­ბი­ან ჩრდი­ლე­ბი მე­რეც,
ცას ვუმ­ზერ და ვგრძნობ ამ­ბრო­ზი­ას, რო­მე­ლიც არ ჩანს.
ჯან­და­ბას ის, რაც თხუ­ნე­ლებ­მა ჩა­ზი­დეს ბნე­ლეთს,
მა­ინც კარ­გი­ა, სულ ამა­ოდ არ შემ­რჩა გარ­ჯა.
მწი­ფე მსხლის წვე­ნით და­თხუპ­ნუ­ლი ბავ­შვო­ბის ჩათ­ვლით
და­სევ­დი­ან­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც უკან დარ­ჩა.

მე­ლი­ის ტყა­ვი ბილ­ბა­ოს ტა­ვერ­ნა­ში

ეს ფუმ­ფუ­ლა და მბზი­ნა­ვი ბეწ­ვი
მა­გო­ნებს ჩე­მი ბავ­შვო­ბის ზამ­თარს,
და­თოვ­ლილ ხე­ვებს, გა­ყი­ნულ ღე­ლეს,
ხმაც რომ მოყ­ვე­ბა ღა­მე­ულ მგზავ­რთა.

უცებ უბ­რა­ლო ფიქ­რის ნა­პერ­წკალს
მო­გო­ნე­ბე­ბი აქ­ცე­ვენ ნაღ­მად,
რომ ცხა­დად ვიგ­რძნო ჩე­მი ბავ­შვო­ბა
რო­გორ მიყ­ვე­ბა ჩირ­გვი­ან აღ­მართს…

მა­გო­ნებს ტყეს და ყი­ნუ­ლის მწვა­ნე
ლო­ლო­ებს მწვე­თავს ფიჭ­ვე­ბის ხავ­სზე,
მა­ვი­წყებს მძი­მე და­ხიწ­ვულ ყო­ფას,
მავ­სებს სევ­დით და ბავ­შვო­ბით მავ­სებს.

მავ­სებს ტკბილ­-მწა­რე წარ­სუ­ლის წლე­ბით,
არც მთლად ზღაპ­რით და თეთ­რი გე­დე­ბით…
უცებ მა­ფხიზ­ლებს ბარ­მე­ნის ხრინ­წი, 
უხე­შად:

  • მორ­ჩა! ჩვენ ვი­კე­ტე­ბით!
Share198Tweet124Share49
lentekhinews

lentekhinews.ge 2024

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით
  • გაზეთი — PDF

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

lentekhinews.ge 2024