მარტის თვეში თბილისში „გრანდ სლემი“-ს ტურნირი გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
ეს ტურნირი ორმხრივად იღბლიანი და წარმატებული აღმოჩნდა ეთერ ლიპარტელიანისთვის. ერთი ის, რომ მან ფინალში კანადელი მეტოქე, ჯესიკა კლიმკაიტი, დაამარცხა და კარიერაში პირველად თბილისის „გრანდ სლემი“-ს ოქროს მედალი მოიპოვა.
ხოლო მეორე ბედნიერება მისთვის ის იყო, რომ ასპარეზობის დასასრულს ეთერ ლიპარტელიანს შეყვარებულმა, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრმა, თემურ ნოზაძემ ხელი სთხოვა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ეთერს ამ დიდ გამარჯვებას, ასევე — ლამაზი ქართული ოჯახის შექმნას. ბედნიერებას და წარმატებებს უსურვებს მას!