lentekhinews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    • All
    • Uncategorized
    ამბროლაურში საქართველოს სახალხო დამცველმა რეგიონული ოფისი გახსნა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

    ამბროლაურში საქართველოს სახალხო დამცველმა რეგიონული ოფისი გახსნა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

    ალექსანდრე წულაძემ „სტუდფესტის“ პირველი ეტაპის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა

    ალექსანდრე წულაძემ „სტუდფესტის“ პირველი ეტაპის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა

    გილოცავთ! ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია!

    გილოცავთ! ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია!

    ლენტეხში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს

    ლენტეხში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს

    ყველაზე დიდი გამოწვევა რეგიონის ქვეყნებისთვის

    ყველაზე დიდი გამოწვევა რეგიონის ქვეყნებისთვის

    განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდები თემატურ ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას

    განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდები თემატურ ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს

    რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

    რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

    ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის მსოფლიო დღის ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია შეაჯამა

    ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის მსოფლიო დღის ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია შეაჯამა

    რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თებერვალში  ტყითსარგებლობის  21 უკანონო ფაქტი გამოავლინა

    რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თებერვალში ტყითსარგებლობის  21 უკანონო ფაქტი გამოავლინა

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლის სრუ­ლი სა­რე­კონ­სტრუქ­ცი­ო-­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა

      ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლის სრუ­ლი სა­რე­კონ­სტრუქ­ცი­ო-­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      ლენტეხში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს

      ლენტეხში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს

      „ო­პე­რა შენს ქა­ლაქ­ში“ — ლენ­ტეხ­მა ოპე­რის ცნო­ბი­ლ მომ­ღერ­ლებს უმას­პინ­ძლა

      „ო­პე­რა შენს ქა­ლაქ­ში“ — ლენ­ტეხ­მა ოპე­რის ცნო­ბი­ლ მომ­ღერ­ლებს უმას­პინ­ძლა

      სო­ფელ სა­საშ­ში ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, ემ­ზარ ონი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სკვე­რი კე­თილ­მო­ე­წყო

      სო­ფელ სა­საშ­ში ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, ემ­ზარ ონი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სკვე­რი კე­თილ­მო­ე­წყო

      პო­ე­ტი ლენ­ტე­ხი­დან — სო­სო მეშ­ვე­ლი­ა­ნი: „პო­ე­ზი­ას­თან ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იწყე­ბა“…

      პო­ე­ტი ლენ­ტე­ხი­დან — სო­სო მეშ­ვე­ლი­ა­ნი: „პო­ე­ზი­ას­თან ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იწყე­ბა“…

      „ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ზე­ი­მი­ა“ — ტე­ნო­რი გი­ორ­გი ონი­ა­ნი

      „ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ზე­ი­მი­ა“ — ტე­ნო­რი გი­ორ­გი ონი­ა­ნი

      ლენ­ტეხ­ში სპორ­ტკომ­პლექ­სის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს

      ლენ­ტეხ­ში სპორ­ტკომ­პლექ­სის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს

      ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლის სრუ­ლი სა­რე­კონ­სტრუქ­ცი­ო-­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა

      ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლის სრუ­ლი სა­რე­კონ­სტრუქ­ცი­ო-­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      „ბი­ატ­ლონ სვა­ნე­თი 2024“-ის ჩა­ტა­რე­ბა კუ­რორტ მუ­ა­შის გან­ვი­თა­რე­ბი­სა დაპო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­სა­წყი­სია

      „ბი­ატ­ლონ სვა­ნე­თი 2024“-ის ჩა­ტა­რე­ბა კუ­რორტ მუ­ა­შის გან­ვი­თა­რე­ბი­სა დაპო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­სა­წყი­სია

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
lentekhinews
Home ინტერვიუ

„ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ზე­ი­მი­ა“ — ტე­ნო­რი გი­ორ­გი ონი­ა­ნი

„ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ზე­ი­მი­ა“ — ტე­ნო­რი გი­ორ­გი ონი­ა­ნი
Share on FacebookShare on Twitter

გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი, ტე­ნო­რი გი­ორ­გი ონი­ა­ნი სვა­ნეთ­ში, ლენ­ტე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხო­ფურ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბის წლე­ბიც იქ გა­ატ­რა და მუ­სი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­ი­წყო. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა სა­ინ­ჟინ­რო ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე გა­დაწყ­ვი­ტა, თუმ­ცა რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, პრო­ფე­სია არას­დროს ჰყვა­რე­ბი­ა. კვლავ მუ­სი­კას და­უბ­რუნ­და და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა მი­უნ­ხე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­პი­რან­ტუ­რა­ში გა­ნაგ­რძო.
მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა მი­ლან­ში და­ი­წყო. უამ­რავ სპექ­ტაკ­ლში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­გორც “ლა სკა­ლას”, ასე­ვე — ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა პრეს­ტი­ჟულ თე­ატ­რში. 16 ენა­ზე მღე­რის, ამ­ჟა­მად 47-ე ოპე­რას სწავ­ლობს.
დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, სამ­შობ­ლოს­თან კონ­ტაქტს მა­ინც არ წყვეტს და სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რობს. სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის, ბავ­შვო­ბის წლე­ბი­სა და ლენ­ტე­ხის შე­სა­ხებ უფ­რო ვრცლად, გი­ორ­გი ონი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გვე­სა­უბ­რა.

დი­ა­ლო­გი

  • გი­ორ­გი, თქვე­ნი ინ­ტერ­ვიუ გა­ზეთ „ლენ­ტე­ხიNEWS”-ის­თვის ექ­სკლუ­ზი­ვია და მო­დით, ჩვე­ნი დიალოგი თქვე­ნი ბავ­შვო­ბი­დან და მშობ­ლი­უ­რი კუ­თხის შე­სა­ხებ სა­უბ­რით და­ვი­წყოთ. გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი ბავ­შვო­ბის შე­სა­ხებ.
  • ბავ­შვო­ბა სვა­ნეთ­ში გა­ვა­ტა­რე. ლა­ღი და უდარ­დე­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და. არა­ფერს არ მაკ­ლებ­დნენ მშობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი. საკ­მა­ოდ ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არა უზ­რდე­ლი. მიყ­ვარ­და თევ­ზა­ო­ბა, ნა­დი­რო­ბა, ტყე-­ღრე­ში ბო­დი­ა­ლი, ბუ­ნე­ბას­თან კავ­ში­რი. დღე­საც ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი ვა­კე­თო, ნა­დი­რო­ბის გარ­და. უკ­ვე ვე­ღარ ვეს­ვრი ცხო­ვე­ლებს და ფრინ­ვე­ლებს, მე­ცო­დე­ბი­ან… მეშ­ვი­დე კლა­სი­დან ქუ­თა­ის­ში გა­და­ვე­დი ფი­ზი­კა-­მა­თე­მა­ტი­კურ სკო­ლა­-ინ­ტერ­ნატ­ში, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო სიყ­მაწ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე და დღემ­დე ასე მოვ­დი­ვართ, უერ­თმა­ნე­თოდ ვერ ვძლებთ. სწო­რედ მათ გა­მო ჩა­ვა­ბა­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ინ­ჟინ­რო ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე, რად­გან ერ­თად ყოფ­ნა გვინ­დო­და. თუმ­ცა ის პრო­ფე­სია არას­დროს მყვა­რე­ბი­ა.
  • და მუ­სი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რო­დის და­ი­წყეთ?
  • მუ­სი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ კი­დევ სა­ბავ­შვო ბაღ­ში და­ვი­წყე. პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რაც მახ­სოვს ახა­ლი წლის ზე­-იმ­ზე, რა­ტომ­ღაც რუ­სუ­ლად ვიმ­ღე­რე „ ёлочка, ёлочка холодно зимой «… მე­რე სკო­ლის ან­სამ­ბლში ვმღე­რო­დი, ლენ­ტე­ხის მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში 4 წე­ლი ვი­ა­რე, შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, და­ი­ხუ­რა და მეც სპორ­ტზე გა­და­ვერ­თე, კერ­ძოდ — ჭი­და­ო­ბა­ზე. ქარ­თულ ჭი­და­ო­ბა­ში რა­ი­ო­ნის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ერ­თხელ მე­სა­მე ად­გი­ლიც ავი­ღე.
  • გი­ორ­გი, შე­გიძ­ლი­ათ, გვი­ამ­ბოთ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ლენ­ტეხს უკავ­შირ­დე­ბა და დღემ­დე გახ­სოვთ?
  • ქუ­თა­ი­სი­დან რო­ცა ლენ­ტეხ­ში დავ­ბრუნ­დი, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე 4 თვე იყო დარ­ჩე­ნი­ლი. სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ლენ­ტეხ­ში და­ვამ­თავ­რე. სკო­ლას კარ­გი ან­სამ­ბლი «რი­ჰო» ჰყავ­და და მეც მა­შინ­ვე ჩა­ვე­წე­რე. 2 თვე­ში ბულ­გა­რეთ­ში აღ­მოვ­ჩნდი გას­ტრო­ლებ­ზე. ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი გას­ტრო­ლი იყო. მა­შინ გუნ­დში ბანს ვმღე­რო­დი, რად­გან რა­ტომ­ღაც თვლიდ­ნენ, რომ კა­ცი ბა­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მე­რე რამ­დე­ნი­მე კლა­სე­ლი ჩვენ­თვის ვმღე­რო­დით ხოლ­მე ქა­ლა­ქურ სიმ­ღე­რებს და მანდ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ პირ­ვე­ლი ხმა ვარ, ტე­სი­ტუ­რა­ში ჩემ­თვის ზღვა­რი არ არ­სე­ბობ­და. ტკბი­ლად მახ­სოვს ის დრო, ის ხალ­ხი.
    დღესდღეობით, რა­ზეც გუ­ლი მწყდე­ბა, არის ის, რომ რა­ი­ო­ნი ძა­ლი­ან და­ი­ცა­ლა. ნა­სოფ­ლა­რე­ბით გა­ივ­სო ლენ­ტე­ხი. არა­ფე­რი ისე არ მიკ­ლავს გულს, რო­გორც და­კე­ტი­ლი, უსი­ცოცხ­ლო სახ­ლე­ბი…
  • ახ­ლა კი თქვე­ნი პირ­ვე­ლი რო­ლიც რომ გა­იხ­სე­ნოთ, რა ემო­ცი­ე­ბი ახ­ლდა პირ­ველ სპექ­ტაკლს?
  • თა­ვი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, შემ­დეგ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა. სწო­რედ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და­იდ­გა პე­რის «ევ­რი­დი­კე» და მანდ შე­ვას­რუ­ლე პირ­ვე­ლი რო­ლი, ორ­ფევ­სის რო­ლი მქონ­და. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­ო­პე­რო სტუ­დი­ა­ში კი ფა­ლი­აშ­ვი­ლის «და­ის­ში» მალ­ხა­ზის პარ­ტია ვიმ­ღე­რე. ხო­ლო 2000 წლის 7 მა­ისს ჩე­მი დე­ბი­უ­ტი თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში შედ­გა, სა­დაც აბე­სა­ლო­მის პარ­ტია ვიმ­ღე­რე ფა­ლი­აშ­ვი­ლის «ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რი“­-დან, ჯან­სუღ კა­ხი­ძის დი­რი­ჟო­რო­ბით.
  • რო­გორც ვი­ცით, თქვე­ნი საზ­ღვარ­გა­რე­თუ­ლი დე­ბი­უ­ტი «ლა–­სკა­ლას» თე­ატ­რში შედ­გა. გა­იხ­სე­ნეთ.
  • “ლა-­სკა­ლას” თე­ატ­რში 2002 წლის 16 სექ­ტემ­ბერს მქონ­და დე­ბი­უ­ტი ვერ­დის პირ­ველ ოპე­რა­ში «ო­ბერ­ტო, სან ბი­ნი­ფა­ჩოს გრა­ფი», სა­დაც მთა­ვა­რი რო­ლი შე­ვას­რუ­ლე. თუმ­ცა, მა­ნამ­დე ჩე­მი ევ­რო­პუ­ლი დე­ბი­უ­ტი იტა­ლი­ის ქა­ლაქ რი­ვა დელ გარ­და­ში შედ­გა, სა­დაც გა­ვი­მარ­ჯვე რი­კარ­დო ძან­დო­ნა­ის სა­ხე­ლო­ბის კონ­კურ­სში, პირ­ვე­ლი პრე­მია ავი­ღე და რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბულს, კარ­მენ­ში დონ ხო­ზეს რო­ლი მომ­ცეს. ერთ თვე­ში ვის­წავ­ლე ამ­ხე­ლა ოპე­რა, ისიც ფრან­გუ­ლად…
  • თქვენს მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან რო­მელს გა­მო­არ­ჩევ­დით და რა­ტომ?
  • მას შემ­დეგ, უამ­რა­ვი რო­ლის სწავ­ლა და შეს­რუ­ლე­ბა მო­მი­წი­ა. ახ­ლა 47-ე ოპე­რას ვსწავ­ლობ­დი. აქე­დან 4 ოპე­რა ჩე­ხურ ენა­ზე შე­ვას­რუ­ლე, 2 ფრან­გულ ენა­ზე, 1 პო­ლო­ნუ­რად, 1 რუ­სუ­ლად, 2 ლა­თი­ნუ­რად, 1 ინ­გლი­სუ­რად, და­ნარ­ჩე­ნი იტა­ლი­უ­რად. ეგ ოპე­რე­ბი, თო­რემ სიმ­ღე­რე­ბი­ა­ნად 16 ენა­ზე მიმ­ღე­რი­ა, მათ შო­რის: ია­პო­ნუ­რად, ეს­პა­ნუ­რად, ყა­ზა­ხუ­რად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად და ა. შ. რომ ვთქვა, რო­მე­ლია ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი რო­ლი, ალ­ბათ, გა­მი­ჭირ­დე­ბა… ბო­ლო დროს უფ­რო დრა­მა­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბი მი­ზი­დავს, ვე­რის­ტუ­ლი და მო­დერ­ნი, სა­დაც უფ­რო მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეძ­ლე­ვა, მსა­ხი­ო­ბუ­რი კუ­თხით ვი­თა­მა­შო, ღრმად შე­ვი­დე როლ­ში. ბა­რო­კოს და რო­მან­ტიზ­მის ხა­ნის ოპე­რებ­ში ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად აქვს მომ­ღე­რალს, ძი­რი­თა­დად, სტა­ტი­უ­რად მი­დის.
  • რო­გო­რია თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა?
  • ჩე­მი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა არის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა, დღე­ის გა­სა­კე­თე­ბე­ლი არას­დროს არ უნ­და გა­და­დო ხვა­ლის­თვის და თუ შან­სი არის, თუნ­დაც 1%, მა­ინც უნ­და გა­რის­კო და სცა­დო. გა­მო­ვა სა­შე­ნოდ საქ­მე, თუ — არა. მთა­ვა­რი­ა, შენს თავ­თან იქ­ნე­ბი მარ­თა­ლი და ხინ­ჯად არ დაგ­რჩე­ბა გულ­ში, რომ არ სცა­დე. რა თქმა უნ­და, იღ­ბლის ფაქ­ტო­რიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა სფე­რო­ში, აღ­მოჩ­ნდე სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას და სა­ჭი­რო ფორ­მა­ში, ეგ უკ­ვე ზე­მოთ წყდე­ბა, უზე­ნა­ე­სის­გან.
  • თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის ძი­რი­თა­დი ხიბ­ლი რა არის?
  • ჩე­მი პრო­ფე­სი­ის ხიბ­ლი ისა­ა, რომ ადა­მი­ა­ნებს ბედ­ნი­ე­რე­ბას ვა­ნი­ჭებთ. თუ შე­ნი ხე­ლოვ­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მოს­წყვეტ მი­წი­ერ რე­ა­ლო­ბას და შენს სამ­ყა­რო­ში ამოგ­ზა­უ­რებ, შენ­თან ერ­თად, მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი­ა. მგო­ნი, ღირს ამის­თვის თა­ვის და­დე­ბა. მთა­ვა­რი­ა, გიყ­ვარ­დეს ის საქ­მე, რა­საც აკე­თებ და ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯო.
  • გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, შვი­ლებ­მა თუ აირ­ჩი­ეს მა­მის პრო­ფე­სი­ა?
  • მე­უღ­ლე ის­ტო­რი­კო­სი­ა, ხა­თუ­ნა წიკ­ლა­უ­რი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტო­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი და 30 წე­ლი­ა, ერ­თად ვართ. შვი­ლე­ბი: რა­ტი და დე­ა, რა­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი სო­ცი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს გერ­მა­ნი­ა­ში, თან მუ­შა­ობს „ფი­ლიპ მო­რი­სი“-ს კომ­პა­ნი­ა­ში. დეა ახ­ლა ამ­თავ­რებს გიმ­ნა­ზი­ას. ჯერ არ გა­და­უწყ­ვე­ტი­ა, რა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევს. სამ­წუ­ხა­როდ, მუ­სი­კას არ­ცერ­თი არ გაჰ­ყვა, არც სურ­ვი­ლი აქვთ და არც — სა­თა­ნა­დო მო­ნა­ცე­მე­ბი. იმე­დი­ა, ჩე­მი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მა­ინც გა­აგ­რძე­ლე­ბენ ბა­ბუ­ის კვალს. ჯერ­ჯე­რო­ბით ორი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, ემი­ლია და და­ვი­თი. ემი­ლი­ას კარ­გი სმე­ნა აქვს, და­ვი­თი ჯერ 9 თვი­სა­ა.
  • თქვენს წარ­მა­ტე­ბა­ში რო­გო­რია მშობ­ლე­ბის, ოჯა­ხის რო­ლი?
  • რა თქმა უნ­და, ოჯახს დი­დი რო­ლი მი­უძღ­ვის ყვე­ლა­ფერ­ში. სიმ­ღე­რის ნი­ჭი დე­დის მხრი­დან დამ­ყვა, დე­და­ჩე­მის მა­მა ყო­ფი­ლა სა­ოც­რად მუ­სი­კა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა. 18 წლის უკ­ვე რე­გენ­ტი იყო და თა­ვი­სი ან­სამ­ბლი ჰყავ­და. მე­რე ომ­ში გა­იწ­ვი­ეს და თურ­მე, ფან­დუ­რი და ჭი­ა­ნუ­რი წა­ი­ღო თან… სამ­წუ­ხა­როდ, 1942 წელს უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­ღუ­პა, 19 წლის ბი­ჭი.
    დე­და­ჩე­მი თბი­ლის­ში სწავ­ლობ­და, უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუტ­ში, გერ­მა­ნუ­ლის სპე­ცი­ა­ლო­ბით. ერთ სპეკ­ტაკლს არ აც­დენ­და ოპე­რა­ში, ის და მი­სი მე­გობ­რე­ბი მთელ ფულს და სტი­პენ­დი­ას ოპე­რის ბი­ლე­თებ­ში ხარ­ჯავ­დნენ. დე­დამ ტექ­სტე­ბი ოპე­რე­ბი­დან ზე­პი­რად იცო­და. სახ­ლში კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის უამ­რა­ვი ჩა­ნა­წე­რი გვქონ­და და ვიდ­რე და­ვი­ბა­დე­ბო­დი, თურ­მე, ოპე­რებს მას­მე­ნი­ნებ­და. ასე რომ, შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მა­მა არ მღე­რის, მაგ­რამ სი­ა­მოვ­ნე­ბით ის­მენს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემს ყვე­ლა სპეკ­ტაკლს ეს­წრე­ბა. ხუ­თი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ და სმე­ნა და სიმ­ღე­რის ნი­ჭი ყვე­ლას აქვს, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ა­ში არი­ან თვით­რე­ა­ლი­ზე­ბულ­ნი.
  • სამ­შობ­ლო­დან შორს ყოფ­ნას, ალ­ბათ, ნოს­ტალ­გი­აც თან ახ­ლავს. რამ­დე­ნად ხში­რად ახერ­ხებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას?
  • სამ­შობ­ლო­დან შორს ცხოვ­რე­ბა მარ­თლაც არაა ად­ვი­ლი, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ში­გა­და­შიგ მი­წევს ჩა­მოს­ვლა და მო­ნატ­რე­ბის კა­ეშ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. მხო­ლოდ ის მი­მარ­ტი­ვებს, რომ ოჯა­ხი ჩემ­თან ერ­თა­და­ა. ასე­ვე, დღე­ვან­დელ ტექ­ნო­ლო­გი­ურ ეპო­ქა­ში იო­ლია ადა­მი­ა­ნებ­თან და­რეკ­ვა, სა­უ­ბა­რი, მა­თი და­ნახ­ვა ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ამ კუ­თხით ძა­ლი­ან მი­ად­ვი­ლებს საზ­ღვარ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბას. ვირ­ტუ­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში მგო­ნია თა­ვი და სად ვიმ­ყო­ფე­ბი, მო­ნი­ტორს მიღ­მა ვე­ღარ ვგრძნობ. რო­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ, 15 წუ­თი­თაც ვერ შევ­დი­ვარ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. გერ­მა­ნი­ა­ში კარ­გი მე­გობ­რე­ბი, ჩემ­ნა­ი­რი გუ­ლან­თე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი შე­ვი­ძი­ნე. ერ­თმა­ნეთ­თან დროს ხში­რად ვა­ტა­რებთ. გვიყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ქარ­თვე­ლებს უყ­ვართ. ერ­თამ­ნე­თის შვი­ლე­ბი მოვ­ნათ­ლეთ და დავ­ნა­თე­სავ­დით. სწო­რედ მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა, რომ უცხო მი­წა­ზე ადაპ­ტა­ცია არ გა­მი­ჭირ­და.
  • სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს ხომ არ გაგ­ვიმ­ხელთ?
  • სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მიყ­ვარს, რად­გან გამ­ხე­ლი­ლი გეგ­მე­ბი ეშ­მაკ­საც ეს­მის. ერთს ვიტყ­ვი, რომ სულ ახა­ლი რო­ლე­ბის სწავ­ლა­ში ვარ. ყო­ველ წელს მი­ნი­მუმ ერ­თი ახა­ლი პარ­ტი­ის სწავ­ლა მი­წევს, რამ­დე­ნი­მე წლის პროგ­რა­მა უკ­ვე და­გეგ­მი­ლი­ა. ჩემს გეგ­მებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც ყო­ველ­თვის არის ად­გი­ლი და ჩემ­თვის ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა ყო­ველ­თვის ზე­ი­მი­ა.

მა­რი­ამ ირე­მა­ძე

Share198Tweet124Share50
lentekhinews

lentekhinews.ge 2024

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით
  • გაზეთი — PDF

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

lentekhinews.ge 2024