მიმდინარე პროექტი მოსახლეობის დაცვის მიზნით საგზაო დეპარტამენტის მიერ ხორციელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 410, 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოები მონიტორინგის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბერდია ჩანქსელიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ზვიად ლობჟანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი გაზდელიანმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, დავით ჭეიშვილმა მოინახულეს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და 2024 წლის აპრილში დასრულდება.


