საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 25 წლის ეთერ ლიპარტელიანმა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, იაპონელი მეტოქე, მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
ეთერ ლიპარტელიანი ასევე არის ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (2019), ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016) და ჭაბუკებს შორის ევროპის თასის მფლობელი (2016).
ვულოცავთ მთელ საქართველოს ეთერ ლიპარტელიანის ამ დიდ გამარჯვებას!
