«ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს» რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის დელეგატმა გოჩა ენუქიძემ, შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.
