ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებსა და მარტოხელებს მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის ინიციატივითა და მერიის ფინანსური მხარდაჭერით საშეშე მასალა გადაეცათ.
საშეშე მერქნის გადაცემის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი გულბანი ადგილზე გაეცნენ.
შეშით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის ეტაპობრივად გაგრძელდება.

