ლენტეხიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    • All
    • Uncategorized
    ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

    ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

    ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის შეხვედრა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში

    ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის შეხვედრა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში

    ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა უსკოსთან

    ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა უსკოსთან

    საინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

    საინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა

    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა

    სახალხო დამცველის განცხადება ქალებისა და არასრულწლოვანების მიმართ სიძულვილის ენის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით

    სახალხო დამცველის განცხადება ქალებისა და არასრულწლოვანების მიმართ სიძულვილის ენის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით

    ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩევლებს გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში

    ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩევლებს გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში

    «ქართულმა ოცნება»-მ ქვემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მერობის კანდიდატები წარადგინა

    «ქართულმა ოცნება»-მ ქვემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მერობის კანდიდატები წარადგინა

    დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, პროფესიული კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად, სასწავლო დაწესებულებების განაცხადების მიღებას იწყებს

    2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

    2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლის სრუ­ლი სა­რე­კონ­სტრუქ­ცი­ო-­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა

      ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლის სრუ­ლი სა­რე­კონ­სტრუქ­ცი­ო-­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      ლენტეხში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს

      ლენტეხში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს

      „ო­პე­რა შენს ქა­ლაქ­ში“ — ლენ­ტეხ­მა ოპე­რის ცნო­ბი­ლ მომ­ღერ­ლებს უმას­პინ­ძლა

      „ო­პე­რა შენს ქა­ლაქ­ში“ — ლენ­ტეხ­მა ოპე­რის ცნო­ბი­ლ მომ­ღერ­ლებს უმას­პინ­ძლა

      სო­ფელ სა­საშ­ში ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, ემ­ზარ ონი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სკვე­რი კე­თილ­მო­ე­წყო

      სო­ფელ სა­საშ­ში ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, ემ­ზარ ონი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სკვე­რი კე­თილ­მო­ე­წყო

      პო­ე­ტი ლენ­ტე­ხი­დან — სო­სო მეშ­ვე­ლი­ა­ნი: „პო­ე­ზი­ას­თან ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იწყე­ბა“…

      პო­ე­ტი ლენ­ტე­ხი­დან — სო­სო მეშ­ვე­ლი­ა­ნი: „პო­ე­ზი­ას­თან ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იწყე­ბა“…

      „ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ზე­ი­მი­ა“ — ტე­ნო­რი გი­ორ­გი ონი­ა­ნი

      „ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ზე­ი­მი­ა“ — ტე­ნო­რი გი­ორ­გი ონი­ა­ნი

      ლენ­ტეხ­ში სპორ­ტკომ­პლექ­სის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს

      ლენ­ტეხ­ში სპორ­ტკომ­პლექ­სის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს

      ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლის სრუ­ლი სა­რე­კონ­სტრუქ­ცი­ო-­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა

      ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლის სრუ­ლი სა­რე­კონ­სტრუქ­ცი­ო-­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      „ბი­ატ­ლონ სვა­ნე­თი 2024“-ის ჩა­ტა­რე­ბა კუ­რორტ მუ­ა­შის გან­ვი­თა­რე­ბი­სა დაპო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­სა­წყი­სია

      „ბი­ატ­ლონ სვა­ნე­თი 2024“-ის ჩა­ტა­რე­ბა კუ­რორტ მუ­ა­შის გან­ვი­თა­რე­ბი­სა დაპო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­სა­წყი­სია

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
lentekhinews
Home სიახლეები Uncategorized

სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
Share on FacebookShare on Twitter

2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო,  გამოწვევის წინაშე დგას, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები თითოეული ინდივიდისთვის თანაბრად, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით იყოს დაცული და ხელმისაწვდომი.

ტრადიციულად, სახალხო დამცველი სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი განცხადებით ხაზს უსვამს ყველა იმ ძირითად გამოწვევას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს. თუმცა წელს სხვადასხვა საკითხის შეფასების ნაცვლად, გადავწყვიტე იმ მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება და გამოვეხმაურო, რაც ყველაზე მწვავეა.

28 ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოს სახალხო დამცველის  ინსტიტუტი აქტიურად ზედამხედველობს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაფასებთ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.

როგორც უკვე არაერთ ჩემს შეფასებაშია აღნიშნული, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია, რაც უნდა იქნას დაცული. თუმცა, ყველანი ვხედავთ, რომ შეკრების უფლების დაცვის კუთხით მთავარი გამოწვევა რაც ამ აქციებზე გამოვლინდა, არის, რომ მონაწილეთა მცირე ჯგუფის მიერ კანონდარღვევის ჩადენის საპასუხოდ ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებების გატარების ნაცვლად, სახელმწიფო და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანი შეკრებების დაშლაზე იღებს გადაწყვეტილებებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს — მსგავს შემთხვევებში გამოიჩინოს განსაკუთრებული ძალისხმევა და ინდივიდუალური, პროპორციული რეაგირებების განხორციელებით უპასუხოს ცალკეული პირების კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს.

შემდეგი საკითხი, რაც არაერთხელ შევაფასე, ეხება უშუალოდ დაშლის დაწყების შემდეგ ცალკეული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, რაზეც აუცილებელია ჩატარდეს დროული და ობიექტური გამოძიება, რათა დაუსჯელობის სინდრომმა არ წაახალისოს კანონდარღვევები და კიდევ უფრო მძიმე შედეგები არ გამოიწვიოს.

უშუალოდ მე და ჩემმა რწმუნებულებმა 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებული და დაშავებული პირების მოსანახულებლად განვახორციელეთ ვიზიტები:

28 ნოემბრიდან — 10 დეკემბრის ჩათვლით მოვინახულეთ 327 აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირი.

მათგან, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს — 225 პირი.

ხილული დაზიანება აღენიშნება — 157 პირს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ 9 დეკემბერი არის ადამიანის უფლებათა დამცველების დღე. უფლებადამცველებს მიეკუთვნებიან ჟურნალისტებიც და წელს განსაკუთრებულად მათზე მინდა ხაზგასმა. მიმდინარე პერიოდში სამწუხაროდ, არაერთი ჟურნალისტი თუ მედიის წარმომადგენელი დაშავდა, რამდენიმე მათგანი ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებაშია, მათ საქმიანობის განხორციელებაში შეეშალათ ხელი და მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ საჭიროა ყოველი ეს შემთხვევა იქნას გამოძიებული და შესაბამისი პირები მიეცნენ პასუხისგებაში და სახელმწიფომ უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჩემი მხრიდან კი კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს, ჟურნალისტს და ოპერატორს მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის.

და ბოლოს ადამიანის უფლებების დაცვასა თუ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და შესაბამისი ინსტიტუტები; დაუშვებელია ქუჩებში გაურკვეველი დაჯგუფებების მხრიდან ადამიანებთან ფიზიკური ანგარიშსწორება ან ასეთი დაჯგუფებების შექმნა ვითომ საზოგადოებრივი წესრიგის თუ მოქალაქეების დაცვის მიზნით. სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს აღნიშნულზე რეაგირება და არ დაუშვას ინდივიდებს შორის ფიზიკური თუ სხვა სახის დაპირისპირებები და ადამიანის უფლებების დარღვევა.

Share196Tweet123Share49
lentekhinews

lentekhinews.ge 2024

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით
  • გაზეთი — PDF

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

lentekhinews.ge 2024