ჯოკია მეშველიანის სახელობის ლენტეხის კულტურის ცენტრში გამართულმა კონცერტმა, ოპერის ცნობილი მომღერლების მონაწილეობით, სრული ანშლაგით ჩაიარა.
კოსტუმირებულ-კლასიკურ საოპერო კონცერტში მონაწილეობას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, ახალგაზრდა და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები იღებდნენ. აი, ისინიც, რომელთა საშემსრულებლო ხელოვნებამ მასპინძელთა აღფრთოვანება და ემოციები გამოიწვია:
საოპერო მომღერლები — გიორგი ონიანი, თეა დემურიშვილი, სულხან გველესიანი, ხათუნა ჭოხონელიძე, გოჩა დათუსანი, მარიკა მაჩიტიძე, რამაზ ჩიკვილაძე, თამაზ საგინაძე, გვანცა აბურჯანია, გიორგი მოციქულაშვილი, ანანო ონიანი, ელენე გველესიანი.
კონცერტმაისტერები იყვნენ: ირინა რამიშვილი, ეკა ჩინჩალაძე. ხოლო თავად პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი — ვანო გალუაშვილი.
პარალელურად, კულტურის სახლის ფოიეში (მისაღებში) ლენტეხის ა.(ა).ი.პ სამხატვრო სკოლის დირექტორის, თამილა ლიპარტელიანის და თვითნასწავლი ფერმწერის, მალვინა მუკბანიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ბერდია ჩანქსელიანი და ალუდა თუთისანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონცერტს ლენტეხის საპატიო მოქალაქე, მეცენატი და ქველმოქმედი გოგი ლიპარტელიანი ესწრებოდა, რომლის ფინანსური მხარდაჭერითა და თანადგომით გაიმართა აღნიშნული საღამო.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ბატონ გოგი ლიპარტელიანს მრავალი წლის მანძილზე ლენტეხისა და ლენტეხელებისთვის გაწეული ქველმოქმედებისთვის.







