ლენტეხის კულტურის ცენტრში, სამხატვრო სკოლის და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ერთობლივი თანამშრომლობით, ჩატარდა შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობა ,,მოაზროვნე მხატვრები».
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში სერთიფიკატებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ლევანი ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი.
«მადლობას ვუხდით მობრძანებულ სტუმრებს , მშობლებს პატარების თანადგომისთვის და გამხნევებისთვის .
კულტურის გაერთიანების სამსახურის უფროსს, ბატონ ბესო გაზდელიანს, კულტურის თითოეულ თანამშრომელს თანადგომისთვის.
მადლობა სამხატვრო სკოლის და მოსწავლე ახალგახრდობის პედაგოგებს გაწეული შრომისათვის» — აცხადებს სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი, თამილა ლიპარტელიანი.
























