1 აგვისტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩიხარეშის თემში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,ლაშხეთობა’’ აღინიშნა.
დილიდან სოფელ ჩიხარეშის მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. წირვის შემდეგ კი ჩატარდა სპორტული ღონისძიებები.
შეჯიბრება გაიმართა სპორტის ორ სახეობაში-დოღი (სოფელი შკედი) და ფრენბურთი (სოფელი ჩიხარეში). .
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, მედლებითა და თასებით.
„ლაშხეთობის“ დღესასწაულს ადგილობრივებთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.


